“ნაციონალური მოძრაობა” თურქეთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თურქეთში მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ის, რაც თურქეთში მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა, მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. თურქეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორი, ნატო-ს წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, თურქეთში მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნოვანია“ – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი, მეზობელ სახელმწიფოში სიმშვიდე მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ეკონომიკამ და პოლიტიკამ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.
„თურქეთის სტაბილურობას, დემოკრატიულ განვითარებას, რეგიონში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც საქართველოსთვის მძიმე პერიოდში არაერთხელ გამოუწვდია დახმარების ხელი და შესაბამისად, თურქეთის სტაბილურობა მნიშვნელოვანი რათა საქართველოს ეკონომიკამ ნორმალური ფუნქციონირება, პოლიტიკური განვითარება შეზლოს.
ახლა ჩვენი ყურადღება მიმართულია იმ საქართველოს მოქალაქეებისკენ, რომელთაც თურქეთში პრობლემა შეექმნათ და საქართველოს ხელისულფება ვალდებულია მათ დახმარება აღმოუჩინოს. „

banner
წინა სტატიაშიზაზა ფირალიშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
შემდეგი სტატია(foto) ერდოღანის მომხრეები უსწორდებიან დატყვევებულ აჯანყებულ სამხედროებს