“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას გზების უხარისხოდ დაგებაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სევდია უგრეხელიძემ ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალის ავარიულად დაზიანების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა საგზაო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებამ გამოიწვია.

დეპუტატმა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ გზის საფარი მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლის გარეშე დააგო, რამაც, შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები თბილისის სხვადასხვა უბნებშიც გამოიწვიოს.

“გაგარინის ქუჩის გარდა იგივე მოსალოდნელია იუსტიციის სახლთა, თამარ მეფის გამზირზე დ აასე შემდეგ, სადაც უხარისხოდ იგება გზები. ეს არის გაფლანგული მილიონები, ეს არის ადამიანების ნერვები, საცობები, სამსახურში დაგვიანება და ასე შემდეგ. მერია კი ჯიუტად უარყოფს, რომ უხარისხო გზებს აგებს”, – ამბობს სევდია უგრეხელიძე.

banner
წინა სტატიაშიდარღვევები გარდაბანში მიმდინარე რიგგარეშე არჩევნებზე – საია ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4971 ლარი გახდა