„ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ჩასაშლელად დიდი ხანი ემზადებოდა – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:51

„ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ჩასაშლელად დიდი ხანი ემზადებოდა – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სხდომის ჩასაშლელად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანი ემზადებოდა და დღეს ეს გამოუვიდათ.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მხოლოდ კამერების წინ აკეთებენ განცხადებებს და სხდომებს ბოლომდე არასოდეს ესწრებიან.

„დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთ სხდომას ბოლომდე არ დასწრებია. არც ბიუროს მუშაობაში მონაწილეობენ. ისინი კამერების წინ ხმაურობენ, თითქოს მოსახლეობას აჩვენებენ, რომ მუშაობენ. ეს მათი ტაქტიკაა. დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. დღეს ძალიან მომზადებულები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.

დღეს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. დაპირისპირებისას საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი როინ ზოიძე დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები უტარდება. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:51

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,985
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics