„ნაციონალური მოძრაობა“ შოთა ხიზანიშვილის, ვაჟა ლელუაშვილისა და ლევან ქარდავას პროცესის არჩევნებამდე გადადებას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2016 00:53

„ნაციონალური მოძრაობა“ შოთა ხიზანიშვილის, ვაჟა ლელუაშვილისა და ლევან ქარდავას პროცესის არჩევნებამდე გადადებას ითხოვს

xizanishvili“გთხოვთ, გადადოთ პროცესი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,რადგანაც ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” ბრალდებულ შოთა ხიზანიშვილს საარჩევნო სიაში მოვიაზრებთ”, – დეპუტატმა სერგო რატიანმა ეს შუამდგომლობა ლევან ქარდავას, შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით წერილობით დააყენა, თუმცა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ არ გაითვალისწინა, ბრალდებულებს საბოლოო სიტყვისთვის გონივრული ვადა მისცა და პროცესი 20 ივნისის 14:00 საათისათვის გადადო.

მოსამართლის განმარტებით, წერილში სათუოა შოთა ხიზანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რატიანის თხოვნა არ გაითვალისწინა.

შოთა ხიზანიშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხიზანიშვილი წინა წლებში შშს-ს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.იყო გიგი უგულავას მოადგილე და შს ადმინისტრაციის უფროსი.

ხიზანიშვილთან ერთად ბრალდებულმა, ვაჟა ლელუაშვილმა კი, პროკურატურის ინფორმაციით, 2009-2011 წლებში კომპიუტერული ვირუსი გაავრცელა, რისი დახმარებითაც „ქართული ოცნების“ წევრების უკანონო მოსმენა-თვალთალს ახორციელებდა.

მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა კი სასჯელს განზრახ მკვლელობისათვის იხდის, ის ე.წ ნავთლუღის საქმეზეა გასამართლებული. ახალი ბრალი კი, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, მასაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება ედება ბრალად.

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე სამ ეპიზოდს აერთიანებს. კერძოდ, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ტექნიკის დაზიანებას, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გაკეთების ბრძანების გაცემას, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და კომპიუტერული ვირუსის გავრცელებას, რომლითაც პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენა მიმდინარეობდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2016 00:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics