„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

ნიკა მელია აცხადებს, რომ თავად და “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

„ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელს ვაწერთ შეთანმხებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების“ ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არდისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში შედგა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი