“ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდების მოუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი ამნისტიის კანონის მიღებაა.

“ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად გარდა ერთადერთი შემთხვევისა – თუკი არ იქნება ამნისტია ამ ფორმით მიღებული. ვინაიდან დაუსჯელობის სინდრომი ბადებს ახალ დანაშაულს. ამ ამნისტიით გათვალისწინებულია იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 20 ივნისს, რომელმაც დაასახიჩრეს ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს: ქრთამის აღებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დავაკავეთ
შემდეგი სტატიანათია თურნავა: ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს