“ნაციონალური მოძრაობა” სამოქმედო გეგმაზე სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს

ნაციონალური მოძრაობა ჯერჯერობით არანაირ განცხადებას არ აკეთებს საკუთრ სამოქმედო გეგმაზე. ოპოზიციური პარტიის ოფისში გუშინ გვიან ღამით გაიმართა დახურული თათბირი, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გახმაურებულა.

პარტიის ლიდერებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის შემდეგ მიიღოს.

პარტიას ორი საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ერთი, რომელიც უკავშირდება პარლამენტში შესვლას და მეორე – მიიღებენ თუ არა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარები მონაწილეობას მეორე ტურში.

როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, არჩევნების შედეგები ვერ ასახავს მოქალაქეთა ნებას და სერიოზული კითხვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს პარტიის შიგნით მსჯელობა, ვმსჯელობთ, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ყველასთვის სრულიად ცხადია, დღეს ქვეყანაში, რომ ის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, შედეგები არ გამოხატავს ხალხის ნებას და ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ბიძინა ივანიშვილს სურს საქართველო გადააქციოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. ჩვენ დავფიქრდებით თუ რა გზა უნდა ავირჩიოთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი : მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ დაცული არაა
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი : „პოლიტიკაში ყოფნას წერტილი დავუსვი“