30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს: პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზული ხალხია, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს. რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია ჰქონდათ. აპლიკაციით უნდათ ხელისუფლების ხელში აღება. ეს ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 მ2-იან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნათქვამს უსმენს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება
შემდეგი სტატიაSky News: დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა