„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს – ფრაქციის წარმომადგენლები პირველ მოსმენას არ დაესწრებიან.

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, მათი განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში გამოკვლეული 378 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი იმპორტირებული