ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს

დღეს ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა უკვე მესამედ მოითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას. საპარლამენტო უმცირესობისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მოსმენა.

“იმის მაგივრად, რომ ეს სამსახური იცავდეს ჩვენ მოქალაქეებს, სხვა ქვეყნისგან შემოსული საფრთხეებისგან, პირიქით ის არის დღეს ყველაზე მეტი საფრთხის შემქმნელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ამიტომ აუცილებელია, რომ ის მოვიდეს და ამ ფონზე ბუნებრივია, რომ უმრავლესობა გაურბის შეხვედრას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

მმართველი კოალიციის წევრები კი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაური მზად არის წარდგეს 2015 წლის ანგარიშით, თუმცა როდის მოხდება ეს უცნობია.

“ანგარიში არის დღის წესრიგში შესული და ფაქტია, რომ პარლამენტმა საკომიტეტო რეჟიმში უკვე განიხილა ეს ანგარიში საკმაოდ მწვავე კითხვებიც დაისვა, პასუხებიც გაიცა, არავინ არ არიდებს თავს ამ ანგარიშის მოსმენას, შესაბამისად შეთანხმდება დრო როდის იქნება მოსახერხებელი“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რამდენიმე კვირის წინ მისული იყო პარლამენტში, თუმცა მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიევა გოცირიძე – არასამთავრობოების შეფასება მეტისმეტად ტენდენციურია
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა ამირან ლაგვილავას ,,ენმს” წევრობას ადასტურებს