“ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატი მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება.

“იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატურას, რომელიც რეალურად შეძლებს იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, ძალიან დაბალია. ჩვენი ვარაუდით, ისინი წარადგენენ პოლიტიკურად აფილირებულ ადამიანს, რომელიც იქნება ლოიალური “ქართული ოცნების” ინტერესების და არა საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყოს შეჯერებული და მას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, იმისთვის რომ მართლაც დამოუკიდებელი ადამიანის განხილვა შეძლოს პარლამენტმა იმ ადამიანის პარალელურად, რომელსაც ხელისუფლება წარადგენს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება გაჟღერებულ კანდიდატურებს, კერძოდ, სოფო ხორგუანისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი, ხელისუფლების მიერ კანდიდატის ოფიციალურად წარდგენამდე არ სურს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა”
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა