„ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ არის ჩემთვის ოპოზიცია, ეს არის კრიმინალური ბანდა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაცია მიულოცა. ის თელავის თეატრის შენობასთან იმყოფება.

„ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა ახალარჩეულ პრეზიდენტს. მან აქცენტები ყველაზე აქტუალურზე, ყველაზე მძიმე და საპრობლემო თემებზე გააკეთა, მათ შორის, არაერთხელ ახსენა თავის სიტყვაში ქვეყნის გამთლიანება და აფხაზეთის საკითხი და აფხაზეთის მოსახლეობასთან მოწესრიგება ჩვენი ურთიერობების,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ოპოზიციის აქციას ეხმაურება და ველისციხეში მიმდინარე პროცესებს, რა დროსაც, სამართალდამცავებმა გზა ჩახერგეს და აქტივისტებს გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

„ასარევად და სკანდალის მოსაწყობად, სწორია, რომ არ მიუშვა და თავის ამპლუაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მათ ხომ ამის გარეშე არ შეუძლიათ, არც უნდა შეეშვათ, მე მაგალითად, ვერ ვხედავ აქ ვერანაირ დარღვევას და დანაშაულს. მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ არის ჩემთვის ოპოზიცია, ეს არის კრიმინალური ბანდა,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფიცი დადო და თელავის თეატრის შენობაში მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.

ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად თელავის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა, სამართალდამცავებმა არ მისცეს გურჯაანიდან უკვე გზის გაგრძელების საშუალება.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია გომბორზე იკრიბება, იქ გაკეთდება განცხადება, რას მოვიმოქმედებთ დღეს – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში