,,ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს

,,ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ ქსელში სხავადასხვა საუბნო კომისიების ჯამური ოქმების არაავთენტურ ფოტოებს აქვეყნებს და სხვადასხვა ვითომდა დარღვევებზე მიუთითებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყავანას.

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოქმი, რომლითაც ქართულ ოცნებას გაყალბებას აბრალებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ ამ ოქმით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მეტი ხმა ჰქონდა – ფოტო წაშალა და სხვა ოქმით ჩაანაცვლა. ფეისბუქის მომხმარებელმა ნინო კუკავამ მამხილებელი კომენტარი აღნიშნულ პოსტზე დაწერა, ნინო კუკავას განმარტებით წითლიძემ ჯერ თავდაპირველად სულ სხვა ოქმი გამოაქვეყნა შემდეგ კი შეცდომა ნახა და ის სხვა ოქმით ჩაასწორა.

განხილვის თემა იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ხერხეულიძის მიერ გამოქვეყნებული ოქმიც. ის ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის შედეგების ბუნდოვან ფოტოს აქვეყნებდა, სადაც თითქოს ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 378 ნაცვლად 978 ხმა მიიღო.

სინამდვილეში ფოტოსურათი გამიზნულად იყო დამუშავებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში ნათლად ჩანს კონკრეტული ციფრები.

აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია კვლავ ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას და გაყალბებული ფოტომასალის საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟლიანს საჩივრების განხილვაზე არ უშვებენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება