მამუკა ჩიქოვანი : რუსთავის სკოლაში წამების ამსახველი კადრები აჩვენეს

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში წამების ამსახველი კადრები აჩვენეს.
ოპოზიცური პარტიის წევრების თქმით, მეშვიდე, მერვე და მეცხრეკლასელებს ვიდეოკადრები ისტორიის გაკვეთილზე აჩვენეს.

“მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან არაერთხელ იყო დაპირება რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდებოდა და მსგავსი ქმედებები იქნებოდა აღკვეთილი, სამწუხაროდ ამ პროცესებმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა”- აღნიშნა მან.

ენმ-ს კიდევ ერთი წევრის მარიამ რამინაშვილის თქმით, ეს არის საარჩევნო პროცესში მოსწავლეების ჩართვის მცდელობა.

სერგო რატიანის თქმით, რუსთავის საჯარო სკოლასთან ერთად ადმინისტრაციასაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები დროულ რეაგირებას ხელისუფლებას და განათლების მინისტრს სთხოვენ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან.
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკომ დონბასის აღდგენისთვის 120 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულებას მოაწერა ხელი