„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.

კანდიდატებს 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თბილისში მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ნიკა მელია (გლდანი), ლევან ხაბეიშვილი (სამგორი) და ხატია დეკანოიძე (ისანი) ყავს დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა და მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინეს.

მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური
დილარ ხაბულიანი – რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი
ნატო ჩხეიძე – ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი
კახა ოქრიაშვილი – ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა
ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი
ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან – “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ევროპელი დემოკრატები”. გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც – “პროგრესი და თავისუფლება”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატია„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას „m2 ჯგუფი“ ოქტომბრის დასაწყისში განაახლებს