„ნაციონალური მოძრაობა” „ქართული ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

ნაციონალური მოძრაობა წყალტუბოში შუალედურ არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. პარტიის წარმომადგენლების თქმით მათ აქვთ ვიდეომასალა სადაც მათი თქმით ასახულია როგორ აძლევს პარტია ქართული ოცნების კოორდინატორი ერთ-ერთ ქალბატონს თანხას. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ მოქმედება წყალტუბოს 52-ე საარჩევნო უბანთან ხდება და ქალბატონს, რომელიც ფულს იღებს ხელში სია უჭირავს.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ცოტნე ზურაბიანმა და განაცხადა, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწყობს. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან დგანან და საკუთარი პარტიის აგიტაციას ეწევიან.

კიდევ ერთი ინციდენტი წყალტუბოს 49-ე უბანს ეხება, სადაც ხმის მიცემის პროცესი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. როგორც უბნის თავმჯდომარე აცხადებს მათ ხელი დამკვირვებლებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეუშალეს.

banner
წინა სტატიაში“აფხაზთა კრება” სოფელ ხურჩაში მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაცოტნე ზურაბიანი: “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყველა უბანზე აგიტაციას ეწევიან