„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროკურატურას მიმართავენ, გამოიძიოს 8 ოქტომბერს, კენჭისყრის დროს გადაღებულ ვიდეოებზე ასახული მასალა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება მასალების დიდ ნაწილში და აუცილებელია, ამ ფაქტებს რეაგირება მოყვეს.

“ჩვენ ყველა სამართლებრივი რესურსი ამოვწურეთ, ჩვენი საჩივრები არ დააკმაყოფილა უბანმა, ოლქმა და არც ორი ინსტანციის სასამართლომ. ფაქტია, ამ ვიდეოზე იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე და ისეც უნდა აღძრულიყო საქმე, თუმცა რადგან არ აღიძრა, ჩვენ შევიტანთ, რომ გამოიძიონ“, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
ვარშალომიძის თქმით, კენჭისყრის დროს იყო დარღვევები. „თუ ამ დარღვევებს გაითვალისწინება ოლქი, აჭარაში სხვა პოლიტიკური რეალობა და არჩევნების შედეგები განსხვავებული იქნებოდა”, – განაცხადა ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა
შემდეგი სტატია“ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით”