„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს.

როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ უნდა გააგებინოს მოსახლეობას, თუ რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები ტერორიზმის საფრთხისგან თავის დასაცავად.

„ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმ საფრთხეზე რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფილო, ეს არის ტერორიზმის საფრთხე და ცხადია საქართველო არ არის ამოვარდნილი კუნძული, განცალკევებით მდგომი ქვეყანა, რომელსაც ეს საფრთხეები არ ემუქრება და არ შეეხება. ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს რომ ქვეყანას ააცილონ მოსალოდნელი საფრთხეები. ისინი მთლიანად დაკავებულები არიან პლიტიკური ოპონენტების დევნით, ოპოზიციური ტელეარხების კონტროლით და მათზე თვალთვალით და ის ფუნქცია რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს რეალურად ეკისრებათ ანუ ქვეყნის გადარჩენა ტერორიზმის საფრთხისგან ეს ფუნქცია მათი მხრიდან არ სრულდება. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის რომ აუცილებელია მთავრობამ მოსახლეობას გააგებინოს რა ნაბიჯები არის გადადგმული ამ მიმართულებით, როგორ მუშაობენ ეს სამსახურები. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მთავარსარდალს მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, აიღოს კოორდინაცია და უზრუნველყოს რომ ყველა შესაბამისმა სამსახურმა ამ ძალიან რთულ ვითარებაში იმუშაოს კოორდინირებულად და გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქების დასაცავად“, – ამბობს ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-მ დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
შემდეგი სტატიასროლა ბრიუსელში – პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს