“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს შეხვედრის შემთხვევაში, კონკრეტულ შეთავაზებებს წარუდგენს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრს შეხვედრის შემთხვევაში კონკრეტულ შეთავაზებებს წარუდგენს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ლარის კურსის გამყარებას, ინვესტიციების შემოსვლას და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას.

“ეს ინიციატივა პირველ რიგში არის პენსიის ზრდა 50 ლარით. თუ მთავრობა შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, თუ მთავრობა უარს იტყვის ფუფუნებაზე სრულიად შესაძლებელია პენსიების 50 ლარით გაზრდა. მეორე შეთავაზება არის გადასახადების დაწევა. ეს შეეხება მოგების გადასახადის სრულიად გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის მკვეთრად შემცირებას, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას ბევრად უფრო მეტი ფული ჩადოს წარმოებაში. ამასთან ერთად საჭიროა ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მუხლების შემსუბუქება და დანაშაულის დეკრიმინალიზაცია”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის.

“ყველა ჩვენ შეთავაზებაზე მთავრობის მხრიდან იყო არადამაჯერებელი, არაგულწრფელი პასუხი, რომ ქვეყანაში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა შედეგი სახეზეა – ჩვენი მოსახლეობა ღარიბდება, ლარი უფასურდება და ეკონომიკა უარესდება. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შეთავაზებებზე”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში(video)ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, კვირიკაშვილის კაბინეტი სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკოსების წკმუტუნს არ მოუსმენს”