ნაციონალური მოძრაობა პრემიერს კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკურ გეგმას სთავაზობს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნაციონალური მოძრაობა პრემიერს კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკურ გეგმას სთავაზობს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური პარტია მზადაა პრემიერ კვირიკაშვილთან შესახვედრად.

ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა, ხედვის არქონამ, უნიათობამ, მავნებლურმა პოლიტიკამ და კორუფციამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, გაიზარდა ფასები, ათიათასობით ოჯახს შემოსავლები შეუმცირდა, მკვეთრად გაიზარდა მთავრობის ვალი, გაუარესდა თითქმის ყველა ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორი.

სამწუხაროდ, მთავრობას არათუ არ წარმოუდგენია რაიმე სახის ანტიკრიზისული გეგმა, არამედ, სრულებით უპასუხისმგებლოდ – არც აღიარებს, რომ კრიზისია და გვეუბნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთ გამოსავლად ამ მთავრობის და მთლიანად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის 2016 წლის არჩევნებზე დასრულება მიგვაჩნია და ეს აუცილებლად მოხდება დემოკრატიულად, არჩევნების გზით.

მაგრამ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის უკუსვლისა და გაღარიბების შესაჩერებლად. ამიტომ, თუ ახლად დანიშნული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის შემოთავაზება ოპოზიციასთან შეხვედრისა და ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის განხილვის თაობაზე გულწრფელი იყო – ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრებისთვის.

ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გვაქვს და რომელსაც უკვე ორი წელია ვთავაზობთ მთავრობას და დღესაც მზად ვართ ვისაუბროთ კონკრეტულ ინიციატივებზე.

უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ და სხვა ხარჯების შემცირებით შესაძლებელია ისეთი ინიციატივების განხორცილება, რომელიც ქვეყანას ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს. ასეთი ნაბიჯებია:
1. პენსიის 50 ლარით გაზრდა. ვინაიდან მთავრობას არ შეუმცირებია ბიუროკრატიული ხარჯები, კვლავ არის შესაძლებელი პენსიის ზრდა 50 ლარით, რაც გაზრდილი ფასების პირობებში მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს საკმაოდ დაეხმარება.

2. გადასახადების დაწევა. კერძოდ, მოგების გადასახადის გაუქმება და საშემოსავლო გადასახადის მკვეთრი შემცირება – რაც აამუშავებს ბიზნესს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, მეტი ფული დარჩება მოქალაქის ჯიბეში და ნაკლები ფული დაიხარჯება ბიუროკრატიაზე.

3. ამასთან ერთად, საჭიროა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებით მუხლების შემსუბუქება და დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რაც პარლამენტში უკვე ინიცირებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ. ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს. ბიზნესი იქნება უფრო დაცული ნებისმიერი მთავრობისგან, რადგან ეკონომიკური გადაცდომები არ ჩაითვლება დანაშაულად.
მოცემული ინიციატივები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას, ლარის კურსის გამყარებას, ინვესტიციების შემოსვლას, ექსპორტის ზრდას და გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – დავით ზალკალიანი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება
შემდეგი სტატიალეონარდო დიკაპრიო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს