“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ გახმაურებული საქმეების სიას უგზავნის, რომელთა გამოძიებაც სათანადოდ არ ხდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, სულ 56 ასეთი საქმეა და მათ შორისაა მკვლელობის ან საეჭვო გარდაცვალების 10, წამებისა და არაადამიანური მოყპყრობის 5, ცემის 9, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით დაშანტაჟების 5, უკანონო თავისფულების აღკვეთის 5, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული 17, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი 26 ფაქტი.

„გუშინ, დღისით, მზისით შეირაღებული თავდასხმა მოხდა პოლიტიკურ ფიგურაზე და სამწუხაროდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენ ვიცით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავი, ამბავი როცა თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს და მისი გატაცების მცდელობა იყო. თავს დაესხნენ გიორგი ღვინიაშვლს და ჩიორა თაქთაქიშვილს.

სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო როგორც განგსტერული სახელმწიფო ისე ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ იქ, სადაც პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება არაა დაცული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ესაა შედეგი იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. დღეს კრიმინალური სამყარო პორივილეგირებულ მდგომარეობაშია. დღეს რეალურად ორგანიზებული დანაშაული უსაფრთხოდაა, ხოლო მოქალაქეები საფრთხეში არიან.

როცა გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცება ხდებოდა, მან აღნიშნა, რომ ყურადღებას მიაქცევდა იმ ათეულობით გაუხსნელ საქმეს, რომელიც დაგროვდა, თუმცა კვირიკაშვილი აგრძელებს მოსახლეობის მოტყუების პრაქტიკას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გაუხსნელი და გამოუძიებელი საქმეების სიას, სადაც ყველა ფაქტი ჩამოწერილია, წერილობით ვუგზავნით მას რათა გამოიძიონ ეს საქმეები.“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე: ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება