„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გაყალბებული ფოტომასალას აქვეყნებს

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 17:57

„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გაყალბებული ფოტომასალას აქვეყნებს

ოპოზიციის მიერ ფოთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების შესახებ გავრცელებული ფოტო არაავთენტურია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია კვლავ ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას და გაყალბებული ფოტომასალის საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და აქვეყნებენ ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის შედეგების ბუნდოვან ფოტოს, სადაც თითქოს ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 378 ნაცვლად 978 ხმა მიიღო.

სინამდვილეში ფოტოსურათი გამიზნულად არის დამუშავებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში ნათლად ჩანს კონკრეტული ციფრები.

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 17:57