„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ხვალ გამართავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო ხვალ მიიღებს.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ყრილობა შეიძლება 50 ათასკაციანიც იყოს და 150 ათასკაციანიც, რადგან კანონით განსაზღვრული მინიმუმი 300 წევრია.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, ამ ყრილობისგან ვინ რას ელოდება.

„თუ ეს იქნება ყრილობა, სადაც პარტიის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, კონკრეტული შედეგები და კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, ამ ყველაფერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას კენჭისყრა სჭირდება, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. თუ ეს ვარიანტია მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ 2000-ზე მეტი დელეგატთა რაოდენობაზე მეტი იქნება, რადგან გადაწყვეტილების მიღება ასე უფრო გაადვილდება. რა თქმა უნდა, ადამიანები არსებობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, უფრო მეტი დელეგატი იყოს და ამას წინ არაფერი უდგას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს და წევრებიც, უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება და ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს – ყრილობას, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ ყრილობას, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა კონკრეტული კონკრეტული შედეგები მიღება რთული იქნება“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მოწვევა პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ოთხ დეპუტატს უფლებამოსილებას ხვალ შეუწყვეტს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი: მიხეილ ჩინჩალაძესთან ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით