“ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციას – „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებს პარლამენტის შენობასთან შეძახილებით დახვდნენ.

„რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.

„ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ არის, რომ დამნაშავეები გათავისუფლდნენ ამნისტიით.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტი მეგრელიშვილს – ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – იმის თქმა, რომ კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის