”ნაციონალური მოძრაობა” მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს

“ნაციონალური მოძრაობა” მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს,- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაეხმარებიან თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ინიცირებული მოდელის პარლამენტში ინიცირებას და შემდგომ მხარდაჭერას.

როგორც თარხნიშვილმა განაცხადა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტალურ ცვლილებას და გააუმჯობესებს დღეს არსებულს.

”იმ ვარიანტზე, რომელზედაც შევჯერდებით, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. იქნება ეს გერმანული მოდელი, რეგიონალურ-პროპორციული, თუ მრავალმანდატიანი მოდელი, ჩვენ ვართ ძალიან მოქნილები და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ვარიანტს, რომელზეც იქნება კონსენსუსი”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატია“პრემიერი იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი”