ნაციონალური მოძრაობა მთავრობას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

მთავრობას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობა.

ზურაბ მელიქიშვილმა განცხადება 27 ნოემბრის განკარგულებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციის განმარტებით, ხელისფუელბის 3 წლიანი მუშობაის ამსახველი ანგარიშის საინფროცმაციო კამპანიისთვის 600 ათასზე მეტი ლარის გამოყოფა, გადასახადების გადამხდელთა სახსრების გაფლანგვაა.

„წარმოუდგენელია გაუკეთებელი საქმეების რეკლამირება როგორ უნდა განახორციელოს მთავრობამ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც თვეები სჭირდება 13 ივნისის დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას, მაშინ როდესაც არაფერი არ კეთდება გაუფასურებული ლარის გასამყარებლად, ამ დროს მთავრობა დაკავებულია ხალხის ფულის მიმართვით იმ მიმართულებით, რომ ეს ყველაფერი დაფაროს,“ – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 34 წლის პაციენტი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადახტა
შემდეგი სტატიანატო-მ მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვია