,,ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 36-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

მისი თქმით, არჩევნებში არ აისახა ამომრჩევლის ნება, რადგან მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე .
,,ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე. არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება და აქედან გამიმდინარე 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა იმამკულიევმა.
გიგა ბოკერიას განცხადებით კი მატ ხელთ აქვთ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასშტაბურ დარღვევებზე, რაც მარნეულში იყო.

banner
წინა სტატიაში(video) „პროვოკატორი ხარ, გადი აქედან“-მთაწმინდის მეორე საარჩევნო უბანზე “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაზუგდიდსა და გორში 30 ოქტომბრის არჩევნები ბოლო წლების კენჭისყრებთან შედარებით უფრო სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა