„ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ბახტაძეს 22 მარტს საპარლამენტო სესიაზე იბარებს

ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით, 25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა.

ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.

რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელის, რათა პრემიერისგან მოისმინოს დასმულ შეკითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”
შემდეგი სტატიამართლა განგრენა ვართ აფხაზეთი საქართველოსი? რატომ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას?” – გალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს