კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა გაასაჯაროვა ნაციონალურმა მოძრაობამ.
ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გია იანტბელიძე ჭაბუკთა ნაკრების მოქმედი მწვრთნელია და ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას ცემის დროს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან უშუალოდ მონაწილეობდა.
ნაციონალური მოძრაობა სპორტის სამინისტროს და ჭიდაობის ფედერაციას იანტბელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.