“ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს, ანტიპიარი აწარმოოს ჩემს მიმართ”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს უშუალოდ, მის მიმართ “აგორებულ ანტიპიარად” აფასებს.

“ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს, ანტიპიარი აწარმოოს ჩემს მიმართ. გამოიყენოს ის კონკრეტული ფაქტი, რაც სამწუხაროდ, მოხდა კორცხელში. ძალიან კარგად ესმით, რამხელა რესურსი გააჩნია კახა კალაძეს იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა. ქართველ ხალხთან ერთად, ოქტომბერში, “ნაციონალურ მოძრაობას” საკადრის პასუხს გავცემთ”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც – ნიკა მელია და გიგა ბოკერია დაიკითხებიან.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულ შეხვედრას მართავენ