23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განისაზღვრება ყრილობის თარიღი.

“პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება. სხდომის დღის წესრიგში ყრილობის გამართვის საკითხი იქნება – დელეგატების მოწვევის წესი, ყრილობის თარიღი და ა.შ. პოლიტსაბჭოს წევრები ინფორმირებული არიან მთელი საქართველოს მასშტაბით“,
– განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა დააკავა უცხო ქვეყანაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა შემოჰქონდათ
შემდეგი სტატიაირაკლი ჭეიშვილი: ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება