,,ნაციონალური მოძრაობა” ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა

,,ნაციონალური მოძრაობის” ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბრამიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. შესაბამის პოსტს აბრამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,წლებია ვარ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, ერთგულად ვემსახურებოდი პარტიის იდეებს, მონაწილეობას ვღებულობდი აქციებში, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღების დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხშირად იხევდნენ უკან. უკვე ბევრი ტყუილი დაგროვდა, არ მჯერა რომ ნაციონალური მოძრაობა ემსახურება ხალხის აზრს, ისინი ანუ ლიდერები, ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე. მინდა ასევე ავღნიშნო რომ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხობის მერობის კანდიდატად წარგვიდგინეს არახობელი (ჩვენ აზრიც არ გაითვალისწინეს) აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ნაციონალური მოძრაობის პარტია” – წერს ირაკლი აბრამია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მანამდე ჩხოროწყუში, 2003 წლიდან პარტიის აქტიურმა წევრმა და ზონის უფროსმა პაატა ბანდალაკმა დატოვა. შიდა დაპირისპირების გამო მაჟორიტარად წარდგენაზე და პროპორციულ სიაზე უარი თქვა ანაკლიის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა  დათა შელიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას