„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მათი აქტივისტების ოჯახებიდან ძროხების მოპარვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მათ წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც გორის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ბოლო პერიოდში მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.

„ბოლო პერიოდში ჩვენს აქტიურ წევრებზე მიმდინარეობს როგორც ზეწოლა, ასევე შანტაჟი. ეს გამოიხატება შემდეგი ქმედებით – ჩვენი ერთ-ერთი სოფლის, მერეთის კოორდინატორის ოჯახიდან კრიმინალების მიერ იქნა მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი. გარდა ამისა, 5 დღის წინ ჩვენი საკრებულოს წევრის, ივანე ნუსხელიძის ოჯახიდან გაიტაცეს 10 სული ძროხა, რაც ასევე მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“, – განაცხადა ბასიშვილმა.
მან მომხდარზე რეაგირებისკენ შსს-ს მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი აქტიური წევრების ოჯახებიდან საქონლის მოპარვაზე სათანადო რეაგირების იმედი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში არაერთხელ გავიმარჯვოთ გამოწვევებზე
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი – ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ყველას დამსახურება და მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის