„ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობას უხდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ელჩის საქმიანობას აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური კარლ ჰარცელის დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისკენ.

„დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. მადლობას ვუხდით ბატონ ელჩს საქართველოსა და მისი მოქალაქეების თანადგომისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკისა, მიმართული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ღირებულებების დაცვის, ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ფუნდამენტური იდეა და მთავარი მიზანი. ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს თავისუფლების, მშვიდობის, განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტი. ამ პროცესში კი, ბატონი ელჩის როლი უმნიშვნელოვანესი იყო.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ კარლ ჰარცელს მის შემდგომ საქმიანობაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველთვის და ყველგან დარჩება საქართველოს გულშემატკივრად“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე, გვქონდა კარგი შანსი, წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც არ გამოვიყენეთ – უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი, არასწორი ფორმით ვხედავთ
შემდეგი სტატიაპოლიტიკურმა ელიტამ განსხვავებები გვერდით უნდა გადადოს და ქართველი ხალხის მისწრაფებების განხორციელებაზე იმუშაოს – სვენ მიქსერი