„ნაციონალური მოძრაობა” იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს
მნიშვნელოვანი
- რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამაზე დღეს იმსჯელებენ.
სხვა სტატიები
- “თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლებ, გვერდზე დაგვრჩება ვიზები” – დავით ბაქრაძე
- ნათია მეზვრიშვილი – ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ
- ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილის
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამაზე დღეს იმსჯელებენ.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვენეციის კომისია აკეთებს კონსტიტუციის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ კონსტიტუცია, პირველ რიგში, პოლიტიკური დოკუმენტია. ამიტომ უმთავრესი მოთხოვნა, რაც იყო წაყენებული საკონსტიტუციო პროცესთან, ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა. ფაქტია, რომ ეს კონსენსუსი ვერ შედგა. დღეს გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზოციურ პარტიებს შორის, რომლებიც მოქმედების ერთობლივ გეგმას დასახავენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული პროექტის დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე მიმდინარე კვირას მაინც მოხდება”,- განაცხადა სამადაშვილმა.