„ნაციონალური მოძრაობა“ გურიის გუბერნატორის გადადგომას ითხოვს

როგორც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ისინი გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ოზურგეთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მოსვლის დღიდანვე თქვა, რომ ყველა ის პირი, ვინც წამების ამსახველი ვიდეოს ჩვენებაში იღებდა მონაწილეობას, პასუხს აგებს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა ასკურავას, როგორც მან აღნიშნა აშკარად იკვეთება ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმა, სხვა შემთხვევაში იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, ვინც თავდასხმა განახორციელა და არ მოხდებოდა მათი დასაქმება.

banner
წინა სტატიაშისაჯარო უწყებებს ინფორმაცია სრულყოფილად არ აქვთ განთავსებული – IDFI
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ახალი ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე იანვრის მეორე ნახევრიდან შემოვა