“ნაციონალური მოძრაობა” ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

MACHAVARIANIყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ “პოსტკრიპტუმთან” გაკეთებულ განცხადებებს, დეპუტატები ეხმაურებიან. “ნაციონალურ მოძრაობაში”, ყოფილი მთავრი პროკურორის გარდა, ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ივანე მერაბიშვილს ციხიდან მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ნებართვის გარეშე ვერ გაიყვანდნენ და სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა ამ ფაქტის გამოუძიებლობის გამო, პირველ რიგში მას ეკისრება.

“აქ ცალსახაა პასუხისმგებლობა, არა მარტო ფარცხალაძის და მაშინდელი პროკურატურის, არამედ მთელი მთავრობის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულის დაფარვაში. დაწყებული ღარიბაშვილიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაყვანა მასთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა, დამთავრებული იმ მინისტრებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ფრაქცია ეროვნულ ფორუმში მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტის გამოძიება, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, სახელმწიფოებრივ საკითხად იქცა.

1806mirotadze_aniii

 

„სამწუხაროა, რომ თავის დროზე ამ ფაქტის გამოძიება არ მოხდა, რამაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დააზარალა. ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს, პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესში, რომ იმ ადამიანების უსწრაფესი გამოვლენა მოხდეს, ვინც თავის დროზე გამოიჩინა სამსახურეობრივი გულგრილობა,“- განაცხადა ანი მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა
შემდეგი სტატია(video) წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს