„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო კიმისიის შექმნას კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერენ.

„დღეს ფრაქცია „ნაციონალური მიძრაობა“ მიიღებს მონაწილეობას პლენარული სხდომის მუშაობაში. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმიდან ერთი დღით გამოვდივართ, ვინაიდან წესიერად და პირნათალად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომელიც ნაწილია შეთანხმების, რაც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერას და დღეს ჩვენ კენჭისყრისას მხარს დავუჭერთ საკინსტიტუციო კიმისიის შექმნას. ამავე დროს, ბოიკოტის ერთ დღიანი შეცვლის მიზეზი არის ისიც, რომ, თუ კი კვლავ გადაწყვეტენ ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას, „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საბაბი, საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლა შემდეგ იპოზიციას გადააბრალონ“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძის განმარტებით, ხელისუფლებამ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ყველა მხარე უნდა შეასრულოს.

„ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ველოდებით ასევე შეთანხმების ყველა მუხლის შესრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამის გარეშე შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ახლა ხელისუფლების მხრიდან საჭირო ნაბიჯებია გადასადგმელი. დაიწყება საერთო სახალხო განხილვის პროცესი. ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა არის აუცილებელი ნაწილი ამ პროცესის დაწყებისა და ამას ჩვენ არ შევაფერხებთ“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაირმის საკარანტინო ზონაში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით ხუთი მოქალაქე გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ