‘”ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ სხდომას არ ესწრება, რადგან თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემები მათთვის ცნობილია

“ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბოიკოტს, ვინაიდან არ შეასრულა ხელისუფლებამ შეთანხმება, კვლავ არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და სანამ არ იქნება გამოშვებული გიორგი რურუა, მანამ არ ვიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვაში და მსგავს შეხვედრებში, მითუმეტეს, ეს შეხვედრა არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ჩვენთვის, ვიცით რა თავდაცვის სისტემაში არსებული ღრმა კრიზისის შესახებ. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ და მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება და ამბობენ, რომ 30 მილიონის შეკვეთა ვერ შეასრულა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიმართულებით საფრანგეთის მხარემო. კი მაგრამ, 8 წელი სად იყვნენ, წლის ბოლომდე რამდენია დარჩენილი და რატომ იღებენ ამ 30 მილიონს ბიუჯეტიდან? მოშლილია თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების სისტემა და ეს სისტემა აგებულია კორუფციაზე. ჩემი ინტერესის ერთადერთი სფერო არის, რამდენჯერ გადაუხდის ის ბატონ ბიძინას მადლობას. მე ვფიქრობ, 7-ჯერ. თუ შვიდჯერ ხმამაღლა არ იტყვის, გულში იტყვის 70- ჯერ, ანუ წუთში ერთხელ,”-ამის შესახებ ფრაქცია” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა

banner
წინა სტატიაშიგლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 12 000 – ზე მეტი ადამიანის სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება