„ნაციონალური მოძრაობა” დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.

„ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 753 თბილისში გამოვლინდა, 810 იმერეთში, 413 სამეგრელო-ზემო სვანეთში