„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები პრაქტიკულად საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, რადგან არ ერთვებიან სამუშაო პროცესში – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ფორმატებს ქმნის, რაც 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ.

„რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ფორმატებს ქმნის, რაც 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციაა ერთობლივად ვიმუშაოთ. ამის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები, „ლელო“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და უარს ამბობენ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაცხადებულ პერსპექტივაზე ევროპისკენ. პრაქტიკულად საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, რადგან არ ერთვებიან სამუშაო პროცესში, სადაც ვალდებულება გვაქვს, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმექნებოდა მოლოდინი, რომ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებები მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს განმარტებები გააკეთოს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატია„ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის – ნათელაშვილი