“,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხშირად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან”

ალიან მარტივია, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას, ისინი ყოველთვის პირველები იყვნენ, ვინც იკავებდა რადიუსს საარჩევნო უბნების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა, ამაზე მივიღეთ ძალიან ლოგიკურად უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესებშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო.

ჩვენ 2019 წელს ვცადეთ, შეგვექმნა ისეთი ვითარება, როდესაც არავინ არ იდგებოდა 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა მაშინაც, ჯერ დილის 8 საათი არ იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ევროპული საქართველოს“ არა მარტო აქტივისტებს, წევრებსაც ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსი.

შესაბამისად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ჩვენ მანამდეც ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ უშლიდა ხელს 25- მეტრიანი რადიუსის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ. მათი მოთხოვნა იყო, თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე უარი თქვეს. ხშირად, ისინი აყენებენ ხოლმე ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან. მარტივი ტრიუკით მათი ეს ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. შეაბამისად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, 25-მეტრიანი რადიუსის წესი დაიცვას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი აბიტურიენტებს-თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება