ნაციონალური მოძრაობა ცვლილებებს საარჩევნო სიტემაში 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში 2016 წლის არჩევნების ითხოვს. განცხადება ამის შესახებ დღეს პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა გააკეთა.

თარხნიშვილმა კიდევ ერთი მოთხოვნის შესახებ კურიერის გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა და მამუკა კაციტაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„ეს წინადადება ითვალისწინებს შერეულ სისტემას. ანუ პროპორციულს და რეგიონალურ პროპორციულს სწორედ ამას ვემხრობით ჩვენც. თუმცა ამ სიტემის შიგნით არის შესაცვლელი რაღაცეები. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა – პირველი მაჟორიტარული სისტემა დღევანდელი სახით არ უნდა არსებობდეს. მეორე ცვლილებები უნდა მოხდეს დღეს და არა მომდევნო არჩევნებისთვის,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ინტენსიური კონსულტაციები გვექნება,“- ზურაბ ტყემალაძე საარჩევნო კოდექსის შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატია“მოსახლეობას ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად უნდა შესთავაზოთ”