„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 16:32

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა

წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა.

„ჩვენ დილიდან ვხვდებით საზოგადოების წევრებს, ამიტომ გვაქვს რწმენა, რომ არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ დასრულდება. ამავდროულად, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ თავის ჩვეულ სტილში ცდილობს, პარალელური რეალობა შექმნას, სადაც არ აკლებს პროვოკაციებს, რათა წარმოაჩინოს, თითქოს ზუგდიდში არის დაძაბულობა. ასე არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი პროვოკაცია, ზუგდიდში სიმშვიდეა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გვაქვს რწმენა, რომ ,,ქართული ოცნება” პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – აღნიშნა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 16:32

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics