„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, თამარ ჟვანიამ ცესკო „ქართული ოცნების“ შტაბად გადააქცია. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას შეეხება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებითა და აქტივისტებით კომპლექტდება.

პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.

ბეჟაშვილის თქმით, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ლევან სულაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატია,,ცესკო-ს წინააღმდეგ კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა დაიწყეს”