“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ასეთი აბსურდული განცხადებებით, მეორე ტურში ხმები მოაგროვოს”

“რესპუბლიკელები” პარლამენტში, გაერთიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებებს უარყოფენ. თამარ კორძაიას შეფასებით, სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ასეთი აბსურდული განცხადებებით, მეორე ტურში ხმები მოაგროვოს.

“მსგავსი მოლაპარაკებები ჩვენთან არ ყოფილა და უსუფაშვილის და “რესპუბლიკური” პარტიის სურვილი ივანიშვილის გაპრავება რომ ყოფილიყო, მასთან როგორმე მოვახერხებდით შეთანხმებას და გვექნებოდა გარანტირებული ადგილი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან აღარ არსებობდა ის საერთო ძაფი, რაც კოალიციას შეინარჩუნებდა”, – განაცხადა კორძაიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში, ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. გია ბარამიძის თქმით, საუბარი იყო “ნაციონალური მოძრაობის”, “ფორუმის”, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანებაზე.

 

banner
წინა სტატიაში“არანაირ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობსათან“ არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოლიციის დატოვების შემდეგ, ადგილი არ ჰქონია”
შემდეგი სტატიაWikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს ინტერნეტი გაუთიშეს