ნაციონალური მოძრაობა ბიზნესმენთა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

მოგების გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლებას ითხოვენ ნაციონალურ მოძრაობაში. ინიციატივა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააჟღერა. მისი განმარტებით, საგადასახადო კანონდმებლობაში ცვლილებები ეკონომიკური ზრდის უზრუვნელყოფისთივს აუცილებელია.

ოპოზიციაში საუბრობენ სხვა ცვლიეებბაზეც, რაც მათი განმარტებით, ბიზნესთან მიმარრთებასში უნდა განხორციელედეს.

“დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება მოგების გადასახადთან დაკავშირებით კიდევ ერთი მაგალითია მთავრობის არაკომპენტენტურობისა. მოგების გადასახადის სრულად გაუქმებას ვითხოვთ ჩვენ,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე ისაუბრა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა.

“რეალურად ინვესტორის მოსაზიზად და საგადასახადო ტვირთის შესამცირებლად გასაუქმებელია მოგების გადასახადი. შესამცირებელია შემოსავლების გადასახადი და მთელი რიგი ის ნაბიჯები რომელიც ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ. თუმცა ამ ხელისუფლებას არ აქვს უნარი და ძალა ეს ყველაფერი განახორციელოს,”- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International – რუსეთს ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათელავში ბიზნესმენი დავით ახმეტელი დააყაჩაღეს