ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2017 13:57

ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს

როგორც პარტიის საკრებულოს დეპუტატებმა ირაკლი ნადირაძემ და მარიკა დათუკიშვილმა აღნიშნეს, თბილისში, თაბორის მთაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესინტერესებს ათეულობით ხე ეწირება.
„ყველასთვის, ცნობილია, რომ ბოტანიკური ბაღის თავზე, თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს ფაქტიურად წაართვა ლანშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და იქ ფართომასშტაბიანი მშენებლობა წამოიწყო. ამ ტერიტორიაზე, რომელიც 39 ჰექტარს შეადგენს უკვე გაიჩეხა ასობით ხე და დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიწებამდე თბილისის მერიას გზა მიეყვანა.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს ტერიტორია იყო ლანშაფტურ-რეკრეაციული ზონა ინტენსიური გამწვანებით და მათ შორის 10 ჰექტარზე 2007 წლიდან ბიძინა ივანიშვილს ევალებოდა არსებული ხე-ნარგავების შენარჩეუნება და განვითარება. ამ ყველაფრის ნაცვლად კი ხდება ამ ტერიტორიაზე ჩვენი ინფორმაციით ხეების ხელოვნური გახმობა შემდგომში მათი მოჭრის მიზნით, რომელსაც ადასტურებს ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი წერილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვითხოვთ მიეცეს საშუალება ჟურნალისტებს და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა, რომ დადგინდეს რა მდგომარეობაა ამჟამად ტერიტორიაზე ხე-ნარგავების მიმართულებით და რემდინი ხე იქნა მოჭრილი ან ხელოვნურად დაზიანებული“ – აღნიშნეს დეპუტატებმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2017 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics