“ნაციონალური მოძრაობა” ბანკ ქართუს მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ივანიშვილის ბანკ ქართუს მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ.

“2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს”, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის პოლიცია მერაბ ღოღობერიძეს კითხავს
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების შესახებ კანონი – სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში “თავისუფალი დემოკრატებიც” შეიტანენ