“ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-სგან არა ოკუპაციის შეჩერებას, არამედ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ფულს ითხოვდა”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, – „ ნაციონალური მოძრაობის“ ეს წევრები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არა აღიარების პოლიტიკასა და ოკუპაციის შეჩერებაში დახმარებას, არამედ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ფულს ითხოვდნენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკარტიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„8 წლის წინ ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო მიწვევით, როგორც „დემოკრატიული“, ისე „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობებზე. საქართველოდან ასეთ ყრილობებს ესწრეობდნენ, როგორც ოპოზიციის, ასევე მაშინდელი ხელისუფლების“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები – მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, მის გვერდით მყოფი ადამიანები. ამას სრული პასუხისმგელბობით ვამბობ და სტენოგრაფიული ჩანაწერებიც არსებობს, მათი მოთხოვნა იყო არა ის, რომ ოკუპაციის, აღიარების პროცესი შეჩერებულიყო ან რუსეული ჯარები გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან. მათი მთავარი და პირველი მოთხოვნა იყო, მოგვეცით ფული, დაგვეხმარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი არ გვაპატიებს და ჩამოგვაგდებენო. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ახლა დანარჩენმა საქართველომ გადაწყვიტოს, ვის უნდა მისცეს ხმა, ვის არ უნდა მისცეს ხმა და ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი იმისათვის, რაც დაგვემართა 8 წლის წინ.

„გაგახსენებთ გიგა ბოკერიას სინქრონს, რომ ჩვენ გადავრჩით, რუსეთმა თავისას ვერ მიაღწია, რადგან რუსეთს უნდოდა ხელისუფლებისდ შეცვლა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოგდება და ამას ვერ მიაღწიაო.“ ნაციონალურ იმოძრობისთვის“ და ამ ლიდერებისთვის მთავარი იყო ძალაუფლების შენარჩუნება და არა იმ 114 სოფლის დაბრუნება, რომელიც სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ დაიკარგა. პრაქტიკულად ნახევარ საქართველოში იყო ჯარი შემოსული და იმაზე კი არ ზრუნავდნენ, რომ როგორმე კონფლიქტის შემდგომი ვითარება განემუხტათ, ზრუნავდნენ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული წამოეღოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სწორედ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ პერიოდში უკვე მნიშვნელოვანწილად ახელილი მქონდა თვალები და კარგად ვიცოდი, „ნაციონაური მოძრაობა“ რაც იყო, უბრალოდ შოკში ვიყავი, როდესაც ამას ვისმენდი. რაც მე ვიცოდი და რასაც ვხედავდი. ეს არის სამშობლოს ღალატი, ამას ვამბობ სრული პასუხისმგელობით. ამის სტენოგრაფიული ჩანაწერი არსებობს, გამოითხოვეთ, მოსთხოვეთ იმ ელჩებს და იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ, გაგცენ პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ლიდერებმა, რომლებიც ესწრეობნდნე ამ შეხვედრებს. თუ სწორად მახსოვს, ვიქტორ დოლიძე აკეთებდა სტენოგრამებს“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, 2030.news-ს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, რომ ამ თემაზე კომენატრს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიელებს გორში რუსულ-ქართული რეპერტუარით დახვდნენ
შემდეგი სტატიადედამიწაზე უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ხმელეთი 58 ათასი კვ.კმ-ით გაიზარდა